მიწოდება და დაბრუნება
მიწოდების პირობები
კომპანია უზრუნველყოფს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას და აწყობას თბილისის მასშტაბით.
მიწოდება ხდება იმავე ან მომდევნო დღეს. ასევე შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დროს მოწოდება(შეთანხმებით).
რეგიონებში მიწოდება ხდება საკურიეროს მეშვეობით. მიწოდების დროდ განისაზღვრება 2-5დღე.(ადგილმდებარეობის გათვალისწინებით).
ფორსმაჟორული პირობების გათვალისწინებით მიწოდების ვადა შესაძლოა შეიცვალოს. მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოა(თბილისის გარეთ აწყობა არ შედის მომსახურებაში.მხოლოდ მიწოდება).
მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ მისამართზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია სწორად მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, გადამხდელის სახელი გვარი პირადობის ნომერი და სხვა საჭირო მონაცემები). არასწორად მითითებული ინფორმაციის შემთხვევაში კომპანია არ აგებს პასუხს მიწოდების შეფერხებაზე.
პროდუქციის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს პროდუქტის გარე მდგომარეობა. დაზიანების ან აშკარა ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კურიერს ან კომპანიას 555 32 31 31 ან მოიწეროს სოციალურ ქსელებში. თუ მიწოდება ვერ განხორციელდა მომხმარებლის მიზეზით (არასწორი მისამართი, მიუწვდომლობა და სხვა), კომპანია უფლებას იტოვებს ხელახალი მიწოდების შემთხვევაში დააწესოს მიწოდების საფასური. განსაკუთრებულ შემთხვევებში (არახელსაყრელი ამინდი, სატრანსპორტო შეფერხებები, სადღესასწაულო პერიოდები და სხვა) მიწოდების ვადა შესაძლოა შეიცვალოს, რის შესახებაც მომხმარებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული.
დაბრუნებისა და გაცვლის პირობები
მომხმარებელს უფლება აქვს, პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოითხოვოს პროდუქტის დაბრუნება ან გაცვლა, მოქმედი კანონმდებლობისა და ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად. პროდუქტის დაბრუნება ან გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
-
პროდუქტი არ არის გამოყენებული
-
დაცულია პროდუქტის პირვანდელი მდგომარეობა
-
შენარჩუნებულია ქარხნული შეფუთვა
-
შენარჩუნებულია პროდუქტის ეტიკეტები და თანდართული აქსესუარები
დაბრუნების ან გაცვლის მოთხოვნის დასაფიქსირებლად მომხმარებელმა უნდა დაუკავშირდეს კომპანიას საიტზე მითითებული საკონტაქტო არხების საშუალებით. პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც მოხდა გადახდა, ან მხარეების შეთანხმებით სხვა მეთოდით, კანონით განსაზღვრულ ვადებში. თუ დაბრუნება ხდება მომხმარებლის სურვილით (მაგალითად: არ მოეწონა პროდუქტი, არასწორი ზომა და სხვა), დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯი დაეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს აქვს ქარხნული დეფექტი ან მიწოდებისას დაზიანდა, კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის შეცვლას ან თანხის სრულ დაბრუნებას დამატებითი ხარჯის გარეშე.
კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პროდუქტი გამოყენებულია, დაზიანებულია მომხმარებლის მიერ ან არ არის დაცული დაბრუნების პირობები.