ჩვენ შესახებ

TINATI არის კომპანია, რომელიც საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე და  სამუშაო გარემოსთვის შექმნილ ერგონომიულ პროდუქციას. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ელექტრო რეგულირებად მაგიდებს ბიუჯეტური, საშუალო და პრემიუმ სეგმენტში, ერგონომიულ სკამებსა და სამუშაო სივრცის აქსესუარებს, მათ შორის მონიტორის სამაგრებს.

კომპანია ქმნის საკუთარ ბრენდს TINATI. ამავდროულად თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ მწარმოებლებთან, როგორიცაა FlexiSpot და Sihoo. ეს საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი და მრავალფეროვანი არჩევანი.

ჩვენთვის პროდუქტის გაყიდვა მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ,როგორც მომხმარებლები სხვა კომპანიებში, კარგად ვიცით რა მნიშვნელობა აქვს სწორ მომსახურებას, ამიტომ ვცდილობთ შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და პასუხისმგებლიანი გამოცდილება.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებას საქართველოს მასშტაბით, აწყობის სერვისის და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციასაც.

ჩვენი ტექნიკური გუნდი ზრუნავს მომსახურებაზე გარანტიის პერიოდში და მის შემდეგაც. უმეტეს შემთხვევაში, პრობლემის აღმოჩენისას პროდუქტის შეცვლა ან თანხის დაბრუნება ხდება სწრაფად — ხშირად იმავე ან მომდევნო დღეს.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა არამხოლოდ კარგი პროდუქტი მიიღოს, არამედ ისეთი სერვისი, როგორსაც თავად ვისურვებდით როგორც კლიენტები.

 

კონტაქტი
ჩვენ შესახებ